18:14 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 18:58:12, 1154 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დავით ნატრიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დავით ნატრიაშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დავით ნატრიაშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სამეწარმეო იურიდიული პირის - შპს ”პერსპექტივას“ დირექტორი, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 2015 წლის აგვისტოდან დავით ნატრიაშვილი მუშაობდა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics