|
2015-02-25 17:36:58, 1468 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ გვაქვს
"შედარებით დაბალი ტემპებით, მაგრამ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, ამიტომ ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ გვაქვს",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინსიტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. "რას ვეძახით კრიზისს? ეკონომიკური ზრდა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დაბალი ტემპებით, ამიტომ ეკონომიკურ კრიზისთან საქმე ნამდვილად არ გავქვს. რაც შეეხება სავალუტო კრიზისს, იმედი მაქვს და ყველაფერი აჩვენებს, რომ ასევე ძალიან მალე იქნება ის დაძლეული. რაც შეეხება პრივატიზაციას, პრივატიზებული იყო ბევრი საწარმო ამ 2 წლის განმავლობაში, მათ შორის იყო ძალიან საინტერესო საინვესტიციო ვალდებულებებით პრივატიზებული საწარმოები და ეს პროცესი გაგრძელდება",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. ამასთან, ხადურის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომერციული ბანკებისთვის დღეს დავალება არ მიუცია. მისივე განმარტებით, დავალებები არც ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გაცემულა. "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკებს დავალებას ვერ მისცემდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს.საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი შეხვდნენ სხვა ბიზნესმენებს, მაგრამ არავის არავისთვის დავალება არ მიუცია. ჩვენ გავუზიარეთ ერთამნეთს ჩვენი მოსაზრებები. ყოველშემთხვევაში, მე რომელ შეხვედრასაც ვესწრებოდი, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ რჩევები, წინადადებები ბიზნესისაგან და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული შეხვედრა იქნება",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)