2016-05-25 19:23:27, 718 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის პირველ კორპუსთან „აუდიტორია 115”-ის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქციას მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თვითმმართველობის ოცამდე წარმომადგენელმა ”აუდიტორია 115”-ის წევრებზე ფიზიკურად იძალადა. ისინი მოითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ფაქტის შესწავლა და დამნაშავეების დასჯა მოხდეს.
გარდა ამისა, როგორც „ადუტორია 115“-ის წევრები აცხადებენ, თვითმმართველობის გასაუქმებლად ხელისუფლებისთვის მიცემული დრო რეაგირების გარეშე დამთავრდა, რის გამოც, ისინი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. მათივე თქმით, აქციები არ შეწყდება, სანამ მთავრობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გაიტანს აღნიშნულ საკითხს მთავრობის სხდომაზე და არ დაიწყებს იმ საკანონდებლო პაკეტზე მუშაობას, რომელიც "აუდიტორია 115"-ის წევრებმა მთავრობას უკვე გადაუგზავნეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან