|
2016-05-24 11:44:44, 941 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის რეფორმებზე იმსჯელეს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები, ფინანსებზე წვდომის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ტურიზმისა და ინფრასტუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. პირველ თემატურ შეხვედრას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ეძღვნებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი უძღვებოდნენ. „საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების ინტენსიური დღის წესრიგი, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით დონორებს და იმედი გვაქვს, მათთან თანამშრომლობით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმები კიდევ უფრო გამყარდება და განვაგრძობთ იმ წარმატებების მიღწევას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვახორციელებთ", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურში ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის არსებობას მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. „ეკონომიკური ზრდის თემა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ", - განაცხადა კაიდო სირელიმ. საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს. შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)