20:25 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 11:40:33, 842 ნახვა

სამხედრო
ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები GDSC-ში მიიღებენ მონაწილეობას

ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაში“ (GDSC) მიიღებენ მონაწილეობას.

ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დახვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაიმონდ ბერგმანისი, იოზას ოლეკასი და ანე ჰანსო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ქართველ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული და პარალელური სხდომების მეშვეობით, დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics