00:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 14:36:58, 574 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 30 ეზოში ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩაზე  ე.წ „სამხედრო დასახლებაში“  შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების  მოასფალტება  მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის  გზის შეკეთება დასრულდა მეუნარგიას N68, N69, N73 და N72- ში მდებარე ეზოებში.  კვირის ბოლოს  კი გზის მოასფალტება დარჩენილ ორ ეზოში დასრულდება.  მეუნარგიას ქუჩაზე  სულ  2500 კვ.მ  გზის საფარი დაიგება.  ასევე დასრულდა 1000 კვ.მ გზის საფარის დაგება მარუაშვილის N50-ში .  

გზის საფარის მოწესრიგება აღნიშნულ მისამართებზე  ითვალისწინებს ახალი ბორდიურების მონტაჟს, ტროტუარების მოასფალტებასა  და საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მიყვანას.

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ეზოში, 15 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, წლის ბოლომდე კიდევ 50 ეზოშია დაგეგმილი ასფალტის ახალი საფარის დაგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics