|
2016-05-23 11:31:46, 1112 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის თემის სამედიცინო პუნქტებს მედიკამენტები გადაეცემა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებს, გლუკომეტრის აპარატებს, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს და წნევის საზომ აპარატებს გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკამენტებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებებს 46 თემის სამედიცინო პუნქტი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 39 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს. მიმდინარე წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მოსახლეობას, ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით სამედიცინო მომსახურება გაეწია 35 638 სოფლის მცხოვრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)