16:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 22:14:08, 626 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია: კორცხელის თემში დღეს მომხდარმა ფაქტმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს

20:00 სთ-ზე საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა და დაიწყო საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი - ხმის დათვლის პროცედურები.  საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესმა 45-ვე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. - ასე შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს არჩევნების მიმდინარეობა.

"კორცხელის თემში დღეს მომხდარმა ფაქტმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო.  ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დროულად დასრულდება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან, ეს უნდა გახდეს მაგალითი და პრევენცია. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას მსგავს ინციდენტებს,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.  

მან, საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20:00 სთ-ის მდგომარეობით:

გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით - 14,77% შეადგინა, გარდაბანში - 32,83%, კასპში - 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში - 64,19%.

რაც შეეხება საჩივრებს, ამ ეტაპზე სულ შემოსულია 19 საჩივარი: უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში - 11 და საუბნო კომისიებში კი - 8. საჩივრები შეეხება მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს, რომლებზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იმსჯელებს. - განაცხადა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics