|
2015-02-25 13:40:01, 1188 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: მოქალაქეებს, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ, შეღავათები ექნებათ
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ, ყოველთვიური სესხი მომსახურების ტვირთის გადახდა გაუადვილდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოში მოქმედი კომერიცული ბანკების წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკებს დაევალათ ერთი კვირის განმავლობაში წარადგინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთი კლიენტების მიმართ. მისივე განმარტებით, საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, რათა ასეთმა მოქალაქეებმა გარკვეული ტიპის შვება იგრძნონ. „გავიარეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ. ბანკებს დაევლათ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმები, რომლებიც ასახავს, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე იმისთვის, რომ ყოველთვიური მომსახურების თანხა შემცირდეს, რათა რაღაც ტიპის შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვისაც სესხი აქვს დოლარში, შემოსავალი კი ლარში. იქამდე, სანამ სავალუტო შემოდინებები და ფუნდამენტური ფაქტორები აღდგება, როდესაც ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე იქნება გარკვეული შვება ამ ადამიანებისთვის. ყველა ბანკი ამ მიმართულებით მოქნილი იქნება, ყველა ბანკისგან გვექნება გეგმები ერთ კვირაში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. კითხვაზე, რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება, ქადაგიძემ განაცხადა, რომ არც ერთ ბანკს განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუხატავს. "
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)