|
2016-05-22 14:31:50, 837 ნახვა
სამხედრო
საუკეთესო სამხედრო მარშის გამოსავლენად კონკურსის ჟიურის მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო მარშის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჟიურის წევრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული ის 5 საუკეთესო ნაწარმოები მოისმინეს, რომლებიც კონკურსში შემოსულ 51 განაცხადს შორის გამოარჩიეს. უწყების ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობამ, რომელსაც პრინც უელსის დივიზიონის სამხედრო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი, კაპიტანი პოლ კოლინს სმიტი ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ იმსჯელა განაცხადებს შორის გამოკვეთილ 5 მუსიკალურ ნაწარმოებზე და განიხილა საპრიზო ადგილების გადანაწილების საკითხი. კონკურსში გამოვლინელი საუკეთესო სამხედრო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. პირველი სამი ადგილის მფლობელი კომპოზიტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)