|
2016-05-20 10:57:16, 797 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში, სირბილში, მკლავჭიდში, ფრენბურთსა და სიმძიმის აწევაში შეეჯიბრნენ. ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მივიდა. თინათინ ხიდაშელმა „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში გამართული სპორტული შეჯიბრებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში მხოლოდ ტანკებიდან სროლა არ არის გათვალისწინებული. ასეთი სწავლებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და ურთიერთობა იყოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, როგორც ბრძოლის ველზე არიან ერთად, მაგალითად, იმავე ავღანეთში, ზუსტად ასევე არიან სწავლებაზე ერთად წარმოდგენილნი. ამ სწავლების ნაწილია სპორტული ღონისძიებები. ჩვენ ერთად ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. გვქონდა შესაძლებლობა, გავჯიბრებოდით პარტნიორებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულებიც გამოვედით“,-აღნიშნა ხიდაშელმა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრენბურთში, მკლავჭიდსა და სიმძიმის აწევაში პირველი ადგილი დაიკავეს, სირბილსა და ფეხბურთში კი პირველობა ბრიტანელებს ერგოთ. აშშ-ის წარმომადგენლები შეჯიბრებებში მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ. სპორტული თამაშების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეჯიბრების ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება, თუმცა წვრთნების მონაწილეებს შორის მსგავსი სპორტული შეჯიბრება პირველად მოეწყო. სწავლება ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)