|
2016-05-19 18:57:53, 815 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძემ ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძე ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოიარს ერიკს კალნინშს და თავდაცვის, საშინაო საქმეთა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარეს აინარს ლატკოვსკის შეხვდა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს იანის გარისონს და ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ანდრეის პანტელეევს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თემები და სამომავლო გეგმები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ვარშავის ნატოს სამიტის მოლოდინები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ სიტუაციას და მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის თემას. ითქვა, რომ საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დაპირისპირება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში და რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდეს. გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე ქვეყანაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)