11:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 13:18:38, 627 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ე.წ. კაბელების საქმეზე: ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერო

„ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერო“,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას. ვოლსკი საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს. „ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერო, რთულია შეფასება. დამერწმუნეთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაო ემოციასთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სასამართლო სისტემა და გასაჩივრებაც შესაძლებელია “ - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ 5 პირს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა და განაჩენი ისე გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics