|
2016-05-13 18:37:52, 844 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი: ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) გახსნამდე 10 დღე რჩება. ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ სასტუმრო „ჰუალინგში“ 24-25 მაისს გაიმართება. კონფერენციის მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალურ ვიდეომიმართვაში საუბრობს. „თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია საიუბილეო თარიღია ჩვენთვის, საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი ქვეყნისთვის ორ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს ემთხვევა - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, სწორედ, 25 წლისთავის ზეიმის დღეებში იქნება კონფერენცია და ის წინ უსწრებს ვარშავის სამიტს. საქართველოში შეიკრიბებიან მთელი მსოფლიოდან ექსპერტები, თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის წევრები, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, როგორც ნატოს წევრი, ასევე არაწევრი სახელმწიფოებიდან და ერთად ვიმსჯელებთ მსოფლიოს მომავალზე, ვიმსჯელებთ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა და ცივილიზებული სამყარო დგას. ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ პასუხები. შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად ეძებეთ ეს პასუხები“, - აცხადებს თინათინ ხიდაშელი. კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად ნატოს მიეძღვნება და მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება. კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)