2016-05-11 12:39:23, 547 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს მხოლოდ პრემიერის ან პარტიის გადაწყვეტილებით დატოვებენ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის” წევრი მინისტრები თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ან პარტიის გადაწყვეტილებით დატოვებენ. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშნველოვანია, რომ თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის რანგში, ნატო-ს ვარშავის სამიტში მიიღოს მონაწილეობა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ 27 მარტს განაცხადა, რომ მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობას „რესპუბლიკური პარტიის“ ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ყველა სხვა საკითხი ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. დადგება მომენტი, ვისმჯელებთ ამ საკითხზე და გადავწყვეტთ. ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნა სასურველია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან