10:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 23:58:39, 877 ნახვა

ეკონომიკა
ალასანია: დიდ ბიზნესებს არ ეძლევა განვითარების საშუალება, ივანიშვილი და მისი გუნდი აფერხებს მას

"დიდ ბიზნესებს არ ეძლევა განვითარების საშუალება, ივანიშვილი და მისი გუნდი აფერხებს მას" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ინვესტიციას ევროპიდან მოჰყვება თამაშის წესები, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის მიუღებელი. ეს კი ივანიშვილს არ აწყობს და ამიტომ  მმართველი ძალა ინვესტიციის შემოსვლას აფერხებს.

“არ ეძლევა საშუალება დიდ ბიზნესებს განვითარების, არ ეძლევათ საშუალება დიდ ინვესტორებს შემოსვლის. ბიძინა ივანიშვილი და მისი ეკონომიკური გუნდი საგანგებოდ აფერხებს დიდი ინვესტიციების შემოსვლას იმიტომ, რომ ინვესტიციას ევროპიდან მოჰყვება თამაშის წესები, რომელიც მათთვის არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის შემაფერხებელი ფაქტორი არის ქართული ოცნება,“ - განაცხადა ალასანიამ.     





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics