2016-05-10 22:55:17, 562 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია მეჭიაურის განცხადებებზე: რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს
"რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია თამაზ მეჭიაურის განცხადებებს გადაცემა "არჩევანში".
თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრემიერსაც ეხება, ამიტომ ეს არ არის "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის არსებული პრობლემა.
"ასეთი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს. თუმცა, თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრემიერსაც შეეხო და ვფიქრობ, ეს არ არის რესპუბლიკელებსა და ქართულ ოცნებას შორის არსებული პრობლემაა. პრობლემა არის პარტიასა და მის ლიდერებს შორის, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ და შიგნითაც ვერ გაურკვევიათ საკუთარი პოზიციები,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან