2016-05-07 17:00:14, 696 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე: დისკრედიტაციის კამპანიამ შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო
მოვუწოდებ სახელმწიფო სტრუქტურებს, შეისწავლონ ყველა ის საკითხი და წერტილი დაესვას ამ თემას, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.
კულტურის სამინისტროში დღეს მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა,სადაც ”მისი და მისი გუნდის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ” ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ ყველა ზღვარს გადააჭარბა და შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო.
„არაერთხელ ყველა შეკითხვაზე ყველანაირ ფორმატში მე ამომწურავი პასუხი მაქვს გაცემული. მიუხედავად ამისა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა გრძელდება. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა მოვუწოდო სახელმწიფო სტრუქტურებს შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და წერტილი დაესვას ამ თემას“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან