01:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 12:38:45, 656 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილსა და მის გუნდს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილს გუნდებს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების მიზეზი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის იმპიჩმენტის საკითხია, რასაც ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები ითხოვენ.

დღეს გორის საკრებულოს სხდომას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო. ის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ირაკლი ოქრუაშვილს და „ქართულ ოცნებას“ გარიგებაში ადანაშაულებს.

საკრებულომ სხდომაზე სამანდატო -საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. ამ ფაქტს ალასანია მისი პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უწოდებს.

იმპიჩმენტის მოთხოვნა საკრებულოს აპარატში ირაკლი ოქრუაშილის პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

ირაკლი ოქრუაშილი საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთით, მას შემდეგ მივიდა, რაც ალასანიამ სხდომა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics