|
2016-05-06 12:18:57, 1286 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში “ჰამასის” პოზიციებზე ავიადარტყმები განახრციელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისრაელის ტერიტორიის მისამართით ნაღმტყორცნებიდან ცეცხლის გახსნის სანაცვლოდ მოძრაობა “ჰამასის” ოთხი პოზიცია დაიბომბა. როგორც მედია წერს, პალესტინური მხარის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა რამდენიმე ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, რომლის სახლსაც ჭურვი დაეცა. ცნობისთვის, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში “ჰამასის” უკვე მეორე გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც ბლოკადაში მყოფ ღაზას სექტორს ისრაელთან აკავშირებს. ღაზას სექტორში ამჟამინდელი სამხედრო მოქმედებები ყველაზე მასშტაბურია 2014 წელს კონფლიქის დაწყებიდან. შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეიარაღებული კონფლიქტი სამჯერ გაჩაღდა. 2014 წლის ზაფხულში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა 2200-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის 70 მოქალაქე.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)