04:57 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:53:29, 915 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ანა დოლიძემ, თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გააკეთეს.

„რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, ჩვენი, როგორც უზენაესი სასამარლოს კანდიდატების განხილვის პროცედურები.

გუშინ, პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა.

არასწორია, როდესაც მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კვალიფიკაციასა თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას.

კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს  სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, საზოგადოება სამარლიანი მართმსაჯულების მოლოდინშია.

ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით", -  აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics