|
2016-05-05 13:23:04, 861 ნახვა
სამხედრო
დიპლომატები "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას გაეცნენ
სოფელ სკრაში ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" სატრასტო ფონდის პროექტ "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის მოადგილე იურატე რამოსკიენე გაეცნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს ნატოს უზრუნველყოფის და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) პროექტის მენეჯერმა გვანცა კვინიკაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის და სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მათივე ცნობით, ჩეხეთი და ლიტვა ნატოს პროექტ "საქართველო-4"-ის წამყვანი ქვეყნები არიან. პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო, 2008 წლის ომის დროს სკრაში მდებარე შეიარაღების აფეთქებული საცავის მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს. სკრაში გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. ცნობისთვის, დღეისთვის გაწმენდილია 25 000 კუბურ მეტრზე მეტი დაბინძურებული მიწა, აღმოჩენილი და განადგურებულია რამდენიმე ასეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალა. სტუმრებმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტში ჩართულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტის ბიუჯეტი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს და მასში, წამყვანი ქვეყნების გარდა, წვლილი აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმაც შეიტანეს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)