|
2016-05-05 10:32:47, 919 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება, საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე მიუთითებს
საქართველოს პრემიერმმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სატრანზიტო პეტონეციალის ათვისება თანდათან უფრო მეტად ხდება, რაც დასაქმებულთა მატებაზეც მიანიშნებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე დღეს კიდევ ერთი ახალი პროექტი გადის, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აისბერგ ფოთი“ შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზძე კონტეინერების საწყობს აშენებს. „კონტეინერების გადაზიდვები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად იზრდება და საჭიროება ასეთი ტიპის ლოგისტიკური ცენტრების უფრო და უფრო მატულობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელება, რეალიზაცია პოტენციალის თანდათან უდრო და უდრო მეტად ხდება და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე, ვინაიდან არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი გადაზიდული კონტეინერების რაოდენობასა და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შორის. ანუ, თითოეული გადაზიდული კონტეინერი ჩვენი ქვეყნის მეშვეობით, არის ახალი დამატებითი სამუშაო ადგილი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)