|
2016-05-05 09:38:20, 826 ნახვა
ეკონომიკა
დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტი შეიქმნება
დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში საფინანსო ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდება. საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. „მინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს გახლავთ ჩვენი რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რაც ეხება საქართველოში სტარტაპის, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას.დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მოქმედების, მუშაობის ძირითად პრინციპებს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, საფინანსო ინსტიტუტი ფუნქციონირებას, დღეიდან ერთი თვის თავზე ახალი ტექნოპარკის შენობაში დაიწყებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ოქროყანის ტერიტორიაზე გაიხსნა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინასნება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია. თვითონ დაფინანსების პრინციპებზე, თუ რა მიმართულებები ექნება მას კიდევ თვითონ შიგნით სტრუქტურულად, ეკონომიკის მინისტრი მოგახსენებთ“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის ინფორმაციით, საფინანსო ინსტიტუტის დაფინანსება საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით მოხდება. „საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში რამოდენიმე ეტაპი ჩატარდეს ასეთი პროექტების შერჩევის და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტის სტრუქტურირებაში, შემდგომ ასევე მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიონალები, ამ მიმართულებით აღიარებული ექსპერტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძალიან მაღალ პროფესიონალური მიდგომის მზაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)