|
2016-05-04 16:13:41, 832 ნახვა
ეკონომიკა
Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს
იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების გეგმას ეცნობიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. „ჩვენი კომპანია უკვე 130 წლისაა, ერთ-ერთი უძველესია იაპონიაში და ცნობილია მთელს მსოფლიოში ფოლადის ბაგირების წარმოებით. საქართველოში ჩვენ ჩამოვედით ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების პროგრამის შესასწავლად, რაც ეხება გზების მშენებლობას და ა.შ. საქართველო მთიანი ქვეყანაა, ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და განვიხილავთ ჩვენი ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას საქართველოში, იმდენად, რამდენადაც წარმოება გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Tokyo Rope-ის თავმჯდომარე შიგეტო ტანაკამ. Tokyo Rope მსოფლიოში ცნობილია მეტალის კონსტრუქციების, ქვების დამჭერი ბადეების, აწარმოებს, დაკიდული ხიდებისთვის განკუთვნილი ფოლადის ბაგირების წარმოებით.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)