|
2016-05-04 13:47:40, 772 ნახვა
ეკონომიკა
საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება
დღევანდელი მონაცემებით, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, წინა კვირას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც გაცხადდა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება არ არის. ”ნელ-ნელა ვიწყებთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება, თუმცა შემცირების სიჩქარე დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც ინფლაციის მოლოდინებსა და მომავალ ინფლაციაზე გავლენას ახდენეს”, - განაცხადა მესტვირიშვილმა. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო პასუხი ინფლაციის გაზრდილ მოლოდინებზე. ”იქედან გამომდინარე, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება, აღარ არის საჭირო ასე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ამას ვამცირებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საპროგნოზო ინფლაციაზე დაყრდნობით”, - განაცხადა მესტვირიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე უკავშირდება თუ არა ინფლაცია ლარის გამყარებას, არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, რომ პირდაპირი კავშირი ლარის გამყარებასა და ინფლაციას შორის არ არის. "ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალი დარჩება და წლის მეორე ნახევარში მცირე ზრდა არის მოსალოდნელი. პირდაპირი კავშირი ლარის გამყარებასა და ინფლაციას შორის არ არის", - განაცხადა მესტვირიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 27 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)