|
2016-05-04 10:02:09, 932 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა და მისმა მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და საქართველოთი დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს. ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისისა“ და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC ) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ჟურნალისტებს JTEC-ის დაფუძნების, ცენტრის მიზნებისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. გერმანელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებით, ქვეყანასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხებით დაინტერესდნენ. გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი ბერლინის პრესკლუბის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამონაწილეობით ხორციელდება. ხუთდღიანი პრესტურის განმავლობაში სტუმრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ქართველ კოლეგებს შეხვდებიან.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)