15:34 - 13 Aug, 2026
|
2016-05-03 20:00:08, 1207 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი კვირიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის სასახლესთან, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ დიდხანს მოღვაწეობა უსურვა. „ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის არის ორი რამის სიმბოლო - ეს არის ინტელექტის და მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ეს ადამიანი არის უაღრესად სათაყვანებელი“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ვერის პარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)