|
2016-04-27 16:34:00, 809 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ”მოდელი ფინანსური ზედამხედველობისა არის სხვადასხვა. არიან ქვეყნები, სადაც ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკთანაა და არის ეროვნული ბანკის გარეშე. საბოლოოდ, ალბათ, ის მოდელია კარგი, რომელიც კარგად მუშაობს და რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ვფიქრობ და იგივე განვაცხადე პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის საჭიროება, რომ ფინანსური ზედამხედველობა ცენტრალური ბანკისგან გამოყოფილი იყოს. ალბათ, ეს უფრო განსაკუთრებით რელევანტური იყო გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში დიდი შოკი მიდოდა ლარის კურსის გაუფასურების თვალსაზრისით, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა საბანკო პორტფელის ხარისხზე”, - განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, გასულ წელს პარლამენტმა ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფისა და მის ცაკლე სააგენტოდ ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)