|
2016-04-27 15:58:20, 936 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ დაარსებიდან 19 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიმართეს, მათ წარმატებები უსურვეს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო გნვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ვიცე-პოლკივნიკი ენდრიუ მუნრო, კაპიტნები ტომას კარპენტერი, ფილ ქვანი და შტაბის სერჟანტი რობერტ ვალენზუელა მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გადასცეს. მოგვიანებით, სტუმრებმა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ღონისძიება საზეიმო მიღებითა და ტორტის გაჭრით დასრულდა. ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი" 1997 წლის 22 აპრილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, „იაღლუჯას" პოლიგონის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი. ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის, რეკრუტთა საბაზისო მომზადების სწავლებები ხორციელდება. 2015 წლის 27 აგვისტოს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)