|
2016-04-27 15:55:49, 901 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის უფროსი ლევან გამყრელიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ლატვიელ კოლეგას, ბრიგადის გენერალ ლეონიდას კალნინშს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიის ეროვნული გვარდიების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება. ქართველმა და ლატვიელმა კოლეგებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიგადის გენერალი ლეონიდას კალნინში თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც ესტუმრა. ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგიერების ჯგუფი მოინახულა და ბიუროს კიბერშესაძლებლობებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა კიბერრეზერვის პროექტი და ნატოს წევრი ქვეყნებისათვის გამართულ სავარჯიშოებში ბიუროს თანამშრომლების ლატვიის გუნდში მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილეს. დღესვე, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა მოახლოებული ვარშავის სამიტი და საქართველოს ევრო-ატლანტიკური პერსპექტივები იყო. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ლატვიელ სტუმართან ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობები და კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერა SNGP-ის (ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების საკითხში, კერძოდ, JTEC-ის ფუნქციონერებაში ლატვიელი ოფიცრების ჩართულობა. ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო მომზადების დონეს. შეხვედრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ. ლატვიის ეროვნული გვარდიის უფროსმა მასპინძლები ივლისში ლატვიის ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიიწვია. ვიზიტის ფარგლებში ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესაც შეხვდება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)