|
2016-04-27 12:50:41, 776 ნახვა
ეკონომიკა
“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, თბილისში ვლადიმერ სპივაკოვის და ორკესტრ „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი გაიმართება
“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დღეს ვლადიმერ სპივაკოვის და ორკესტრ „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი გაიმართება. გამოჩენილმა მევიოლინემ და დირიჟორმა ვლადიმერ სპივაკოვმა თანამოაზრე მუსიკოსებთან ერთად 1979 წელს შექმნა კამერული ორკესტრი „მოსკოვის ვირტუოზები“, რომლის შეუცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელად, დირიჟორად და სოლისტად გვევლინება. ვლადიმერ სპივაკოვი გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში და დირიჟორობს ისეთ ევროპულ და ამერიკულ ორკესტრებს როგორიცაა: ლონდონის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, კლივლენდის, ბუდაპეშტის, „ლა სკალას“ და სხვა სიმფონიურ ორკესტრებს. თბილისში გამართულ კონცერტზე გაჟღერდება: მოცარტის, ჰაიდნის, შოსტაკოვიჩის, ბოკერინის და პიაცოლას მუსიკალური ნაწარმოებები. 2006 წელს ვლადიმერ სპივაკოვს მიენიჭა იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება, 2009 წელს მას გადაეცა იუნესკოს მოცარტის ოქროს მედალი. 1997 წლიდან სპივაკოვი უკრავს ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილ ვიოლინოზე, რომელიც მას მეცენატებმა - მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა უსახსოვრეს.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)