11:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 09:40:20, 770 ნახვა

სამართალი
შს სამინისტროს დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს მართავს

საქართველოს შს მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაცია, შს მინისტრის პირველი მოადგილის - ბესიკ ამირანაშვილისა და შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ქართული დელეგაცია რუმინეთის საზღვრის დაცვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატს ეწვივია. შს სამინისტროს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა უწყების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს და საზღვის ელექტრონული მართვის ცენტრი დაათვალიერებინეს.

შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთში არსებული სასაზღვრო კონტროლის სისტემები განიხილეს და საზღვრის შესაძლებლობების გაძლიერება-მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მხარეებმა არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივი ბრძოლის სამომავლო გეგმები დასახეს, უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ქართული დელეგაცია ბუქარესტში A.I. CUZA-ს პოლიციის აკადემიასაც ესტუმრა. აკადემიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტორიე დენიელ-კოსტელიმ სტუმრებს რუმინეთის პოლიციის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საქართველოს შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაზე და მის რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლობის ცენტრშიც გამართეს. ქართული დელეგაცია რუმინეთის ევროპოლისა და ინტერპოლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე, გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics