|
2016-04-26 18:16:31, 848 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროშ, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შედეგების, ასევე, მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის აუცილებლობაც გასული წლის ბოლოს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა. შეხვედრაზე განიხილეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციები და მათი მონიტორინგის შედეგები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანო - აუდიტის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან (მათგან სამი მოწვეული წევრია) და თავისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით, ეხმარება მინისტრს ორგანიზაციის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დამკვიდრებასა და ფუნქციონირების შეფასებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)