07:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 12:49:14, 535 ნახვა

საზოგადოება
დმანისის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა  დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის აღნიშნული მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება) გადის და 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამორტიზებულ გზაზე ასფალტი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდსაც. ხოლო მდ. ახაზე   ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics