|
2016-04-23 18:34:46, 919 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს
„მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მინისტრის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე, რის ერთ-ერთ მაგალითადაც მღებრიშვილი დღეს მედიით გავრცელებულ კადრებს ასახელებს. მისი განმარტებით, გავრცელებული ვიდეომასალა საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდეა გადაღებული. „მე არ დავუშვებ ჩვენი პოლიციელების დაკნინების მცდელობას! არ დავუშვებ, რომ ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველ დღე რისკის ქვეშ აყენებენ, რათა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მისია - დაიცვან ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება - გახდნენ სისტემატური თავდასხმისა და მორალური ზეწოლის მსხვერპლნი. დიახ, ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს. ამ ბრძოლაში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენი პოლიციელები მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე გასწირონ. განსხვავებით წინა პერიოდისგან, საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან კრიმინალის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს შინაგან სამინისტრო არასდროს ყოფილა საზოგადოებასა და დასავლურ სტანდარტებზე ისე ორიენტიერებული, როგორც დღეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ძირეულად შეიცვალა ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის პოლიცია გახდა დეპოლიტიზირებული, სრულად დაექვემდებარა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითაც დადასტურდა. სწორედ დასავლური ღირებულებისა და მოქალაქეობრივი პასუხმგებლობის ნაწილია, პატივი სცე და მხარი დაუჭირო შენი ქვეყნის პოლიციას. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა და სავარუდოდ, წინასაარჩევნო ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდება მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დღეს მედიით გავრცელებული კადრებია. ამ კადრების მეშვეობით, ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ კონკრეტულ ვიდეოფირზე თანამედროვე პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტია აღნუსხული. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს დღევანდელობას. ის გადაღებულია საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდე. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძველი ფორმები აცვიათ. ასევე, ფიქსირდება ძველი მარკის და შეფერილობის ავტომანქანა „შკოდა“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხულია, 23 აპრილს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის 16 აპრილს ქ. ბათუმში მოქალაქეების დაკავებას ასახავდეს. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული პოლიციელის მხრიდან გადაცდომის შესაძლო ფაქტი პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი და შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე, პროკურატურა ამ კუთხით დიდ სამუშაოს სწევს. პირველ რიგში, ეს სწორედ ჩემი ინტერესია, რომ 38000-იან კოლექტივში ზუსტად გამოვავლინო სისტემისთვის ზიანის მომტანი, გამონაკლისი პირები, რათა მათ კანონის წინაშე პასუხი აგონ. თუმცა, არამც და არამც დავუშვებ, რომ ათასობით კეთილსინდისიერ, გულანთებულ პოლიციელს, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, დაუსაბუთებლად, სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებების გარეშე, ჩრდილი მიადგეთ და ვინმე, საკუთარი კერძო ინტერესების გამო, მათ დაკნინებას შეეცადოს. მე ყოველი ასეთი პოლიციელის გვერდით ვიდგები! დიახ, არ დავუშვებ, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს კრიმინალების, მათი მხარდამჭერების ინსინუაციებისა და მავანთა არაჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანიის მსხვერპლი! ჩვენი პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. მისი მთავარი ამოცანა ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის პრევენცია და აღკვეთაა. თუმცა, ეს ამოცანა ვერ შესრულდება წარმატებით, თუკი პოლიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნა, თუკი საზოგადოებამ მკაფიოდ არ გამიჯნა ერთმანეთისგან ტყუილი და მართალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის უსაფუძვლო დისკრედიტაცია და მისი დაკნინების მცდელობა - პირდაპირ საშიშროებას უქმნის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას. ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაზეც ყოველ ჩვენგანს ადეკვატური პოზიცია უნდა გვქონდეს. ჩემო პოლიციელებო, დებო და ძმებო, მე მჯერა თქვენი და მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა! ჩვენ ვალდებულები ვართ, დავდგეთ უფრო მაღლა, ვიდრე მავანთა არაკეთილსინდისიერი მიზნებით განხორციელებული პროვოკაციებია და პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე!“, - ნათქვამია შს მინისტრის განცხადებაში. გიორგი მღებრიშვილის განცხადებას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რიგითმა მოქალაქეებმა და არასამთავრობა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გააპროტესტს. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან მოქალაქეების დაკავების დროს არა ერთხელ ყოფილა ძალადობის ნიშნები. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)