|
2016-04-21 17:40:44, 998 ნახვა
სამხედრო
ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული სწავლება 38-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა
38-მა სამხედრო მოსამსახურემ ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-შემფასებლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა. ტრენინგი სამი დღის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სწავლების მიზანი ქართველი დამკვირვებელ-შემფასებლებისთვის გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს მაისში წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დაგეგმილ სწავლებაში გამოადგებათ. მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები ლიტველმა სამხედრო ექსპერტებმა გადასცეს და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. პირველი ორი დღის განმავლობაში, საკლასო სწავლების ფარგლებში, კურსის მონაწილეები შემფასებლის ფუნქცია-მოვალეობებსა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდებს დაეუფლნენ. ყურადღება გამახვილდა შეფასების გეგმის შედგენასა და დახვეწაზეც. მესამე დღე საველე პრაქტიკულ სწავლებას - მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას დაეთმო. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ სტუმრებს ვიზიტისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)