|
2016-04-21 13:28:34, 924 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს - არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს განზრახ უკანონოდ დაკავების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით, ვაჟა ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ასევე ისხდნენ ლაშა ავალიანი, იმედა და გიორგი წიკლაურები. ი. წიკლაურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ნ.ალიხანაშვილმა და ა.დავითულიანმა დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლის დანახვისთანავე მოახდინეს მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის იმიტაცია. ა. დავითულიანმა და ნ. ალიხანაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, არაადეკვატური და გადამეტებული ძალის გამოყენებით, თითქოსდა პოლიციელებისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს იმედა და გიორგი წიკლაურები. ა.დავითულიანმა ი.წიკლაურს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ. ალიხანაშვილმა კი უკანონოდ დაკავებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია - დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა და გამომძიებელს წარუდგინა იგი დაზიანებული სახით. არჩილ დავითულიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, ხოლო ნიკა ალიხანაშვილს - სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან - რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს",-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. 2016 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)