18:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 12:18:13, 779 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს მოულოდნელად ესტუმრა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მომავალ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. თინა ხიდაშელთან ერთად ალგეთში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ თავდაცვის მინისტრს საწვრთნელი ბაზა ალგეთის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეკრუტების მომზადების პროგრამა გააცნო.

ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რეკრუტებს, მათ შორის იმ პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩართვა გადაწყვიტეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, საწყისი საბრძოლო მომზადება, ამჯერად, გაუმჯობესებული პროგრამით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები.საწყისი საბრძოლო მომზადება 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მომზადების დასრულების შემდეგ რეკრუტები სამხედრო ფიცს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დადებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics