03:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 14:18:06, 1357 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში არ დაკარგავს პირი სოციალურ დახმარებას, თუ მას დროებითი სამსახური გამოუჩდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  განმარტავს, რა შემთხვევაში არ დაკარგავს პირი სოციალურ დახმარებას, თუ მას ერთჯერადი შემოსავალი გაუჩნდება.

როგორც სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 70%-ის შემთხვევაში, სოციალური დახმარების დაკარგვის მიზეზი, შესაბამისი სამსახურებისთვის  დროებითი სამუშაოს შესახებ შეუტყობინებლობაა:

"მოსახლეობისთვის, რომლებმაც დაკარგა სოციალური დახმარება, გაუგებარი იყო მიზეზები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვამტკიცო, რომ ეს მეთოდოლოგია დღეს მდგომარეობით იდეალურია, თუმცა შემიძლია მოგახსენოთ ხარვეზები, რაც 70%-ის შემთხვევაში, იწვევს სოციალური დახმარების დაკარგვას. მე არ ვადანაშაულებ დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს, ეს ალბათ ჩვენი სისტემის ბრალია, რომ ვერ ვუხსნით ამ ხალხს სწორად. 70%-ის შემთხვევაში  მიზეზია ის, რომ თუ მაგალითად ამ ადამიანმა ნახა დროებითი სამსახური, ამის შესახებ უნდა შეგვატყობინის, თუ არ შეგვატყობინა და ჩვენ ვნახეთ შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ბლოკავს.

ზოგჯერ მათ არ იციან, რომ უნდა შეგვატყობინონ, ზოგჯერ ეშინიათ, რომ თუნდაც ერთჯერადი შემოსავლის მიღებით არ დაკარგონ სოციალური დახმარება.ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. იგივე ეხებათ, თუ პირველი რიგის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ მაღალი შემოსავალი და არ გვატყობინებენ  წინასწარ, რომ დავუშვათ ჩემმა შვილმა იშოვა სამსახური. თუ შეგვატყობინებენ გაუგრძელდებათ, თუ არ იქნა შეტყობინება, სამწუხაროდ, სისტემა რეაგირებს ისე, რომ ავტომატურად იხსნება დახმარება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics