03:35 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 12:03:12, 590 ნახვა

საზოგადოება
გომის საზოგადოებრივ ცენტრს გიორგი კეკელიძე ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, გომის საზოგადოებრივ ცენტრში გომისა და ვაყას სკოლის მოსწავლეებს მწერალი გიორგი კეკელიძე შეხვდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა პროექტ „წიგნის კლუბის“ ფარგლებში გაიმართა და მას 26 მოსწავლე დაესწრო.

სტუმარი ახალგაზრდებს ქართული ენისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გაიმართა მცირე დისკუსია  განათლებისა და წიგნიერების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ლიტერატურაზე, რომელსაც ეცნობიან;  თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა ლიტერატურიდან საინტერესო თემები და პერსონაჟები  დაესახელებინა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი  გიორგი კეკელიძე აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“, რომლის  ახალგაზრდული პროგრამების მიზანია მოზარდებში  სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს.  საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics