03:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 09:19:47, 902 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართება.

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობის პირი ირჩევს, რომელსაც დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი აქვს.

კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება. კენჭისყრას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics