|
2016-04-16 21:38:33, 471 ნახვა
პოლიტიკა
გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღეს ხიდაშელმა პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა
სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ლატვიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის მთავარი თემა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გასავლელ პროცესს შეეხებოდა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე ვხვდებოდეთ როგორც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მინისტრებს, რათა დღეიდან საბოლოო შედეგის მიღწევამდე გასავლელი სტრატეგია დაიგეგმოს. ლატვიის პირველ დიპლომატთან ედგარს რინკევიჩთან შეხვედრაზე ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიმართ ლატვიის სრულ მხარდაჭერაზე გამახვილდას ყურადღება. ბოსნია და ჰარცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. „ბოსნია და ჰერცეგოვინა პარტნიორი ქვეყნების იმავე ჯგუფშია, რომელშიც საქარველო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთობლივად დავგეგმოთ სამოქმედო ნაბიჯები მომავალი სამიტების კონტექსტში, რაზეც შევთანხმდით,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „მოლდოვასთან უამრავი საერთო პრობლემა, საერთო წარმატება გვაერთიანებს. ქართულმა სახელმწიფომ, განსაკუთრებით თავდაცვის ტრანსფორმაციაში, ძალიან ბევრი გააკეთა, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოლდოვას მიერ. მათი მხრიდან არის სურვილი და მზაობა, რომ ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. საქართველოში იყო მოლდოვას თავდაცვის მინისტრი და ჩვენ დეტალურად გავიარეთ ეს თემები. მაისის ბოლოს ჩამოდის მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ, თუ რითი შეიძლება საქართველო დაეხმაროს მოლდოვას,“ - ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ანდრეი გალბურთან გამართული ორმხრივი შეხვედრა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)