|
2016-04-15 19:33:45, 1220 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი კვირიკაშვილი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა
აშშ-საქართველოს აკადემიური და კულტურული თანამშრომლობა 25 წელს ითვლის. გიორგი კვირიკაშვილი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა და მათ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ–ის მთავრობამ არაერთი სასწავლო გაცვლითი პროგრამა დააფინანსა. "დღეს გვაქვს საშუალება ვიზეიმოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის 25 წლის იუბილე. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განათლების სფეროში თანამშრომლობა. დღეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. ეს არის მართლაც ქსელი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური სიმდიდრის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეიქმნა. 90-იან წლებში, როდესაც წარმოუდგენელი იყო სხვა რაიმე გზით მოხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, მე მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი "მასკის" პროგრამის მონაწილე. ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა,“–აღნიშნა პრემიერმა. EPAG–ი აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 17 სასწავლო და პროფესიულ გაცვლით პროგრამას. EPAG დაფუძნდა 2014 წელს მასკის პროგრამის მონაწილეთა ასოციაციის საფუძველზე, რომელმაც რეორგანიზაციის შედეგად ასოციაციის კარი გახსნა აშშ-ის მთავრობის ყველა გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის. ამ დროისათვის ასოციაცია აერთიანებს 550-მდე წევრს.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)