|
2016-04-15 17:16:54, 914 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმში მონაწილე ევროპის ქვეყნების მეთაურებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს სიტყვით სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ მიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ოფიციალურად გახსნის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტი თინა ხიდაშელს მიესალმა და მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოში მაისში ანდრეი კისკას დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერა გამოხატა. საუბარი შეეხო ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს. გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) ბრატისლავაში 17 აპრილის ჩათვლით გაიმართება. სამი დღის განმავლობაში მაღალი დონის ფორუმის მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ნატოს ვარშავის სამიტი, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნები და მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, დასავლეთის როლი ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულ ვითარებაში, უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებები და საერთაშორისო წესრიგის წინაშე რუსეთის გამოწვევებთან დაკავშირებით შემუშავებული დასავლეთის სტრატეგიები.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)