|
2016-04-15 15:18:08, 393 ნახვა
პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია "ნაციონალებს": ველოდებით, რომ თქვენი მეგობარი ე.წ. მასტერა ბევრ რამეს იტყვის თქვენს ლიდერებზე
"ველოდებით, რომ თქვენი მეგობარი ე.წ. მასტერა ალბათ ბევრ რამეს იტყვის თქვენს ლიდერებზე, თუ როგორ ხდებოდა მონტაჟი, როგორ გინდოდათ შემდეგ მისი ტირაჟირება, პირადი გამოყენებისთვის უნდა ყოფილიყო, ერთგვარად დასატკბობად, თუ მხოლოდ შანტაჟისთვის",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მომსენით განიხილავენ. ქანთარიას თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხი პასუხს 2016 წლის არჩევნებზე გასცემს: "პროკურატურაც და სხვა სტრუქტურებიც მაქსიმალურად შეეცადნენ, ამ მოკლე ვადაში გამოეაშკარავებინათ გარკვეული ჯგუფები და ეჭვმიტანილთა ჯგუფები არის უკვე დაკავებული და ველოდებით, რომ თქვენი მეგობარი ე.წ. მასტერა ალბათ ბევრ რამეს იტყვის თქვენს ლიდერებზე, თუ როგორ ხდებოდა ამის მონტაჟი, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ გინდოდათ შემდეგ მისი ტირაჟირება, პირადი გამოყენებისთვის უნდა ყოფილიყო, ერთგვარად დასატკბობად, თუ მხოლოდ შანტაჟისთვის, ამ ყველაფერს პასუხი აუცილებლად უახლოეს ხანში გაეცემა. მთავარ პასუხს კი, 2016 წლის არჩევნებზე მიიღებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დარბაზში 1-2, თითზე ჩამოსათვლელი თქვენი წევრი იქნება, ისიც ისეთი რომელთა სახეებიც ნაკლებად გაახსენებს საზოგადოებას იმ ბნელ, მართლაც საშინელ წარსულს, სადაც თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში იყავით და კიდევ გყოფნით თავხედობა იმისა, რომ საჯაროდ განაცადოთ, რომ აი, ჩვენ აუცილებლად მოვალთ- თქვენ ვერსად ვერ მოხვალთ, თქვენ მხოლოდ წახვალთ",-მიმართა ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალურ მოძრაობას". შეგახსენებთ, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე "მასტერა" თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. იგი ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. 47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)