|
2016-04-15 14:59:06, 565 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ საერთაშორისო ტურიზმის კონფერენცია „თბილისი-შეხვედრების ადგილი“ გახსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო ტურიზმის კონფერენცია "თბილისი - შეხვედრების ადგილი" გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონფერენცია მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, დიპლომატიური კორპუსისა და თბილისის დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების - ლვოვის, მინსკის, ხარკოვის, ლუბლინის, ერევნისა და ასტანას წარმომადგენლებმა მიიღეს. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს დედაქალაქის ტურისტულიპოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით. „თბილისი ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრია, თუმცა რეგიონის ფარგლებს გაცდა. ძალიან დიდი აქტივობაა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხრიდან, სწორედამიტომაც იმართება დღევანდელი ღონისძიება, რაც გულისხმობს ჩვენი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ.კონფერენციის მონაწილეებიც, თავის მხრივ, აკეთებენ პრეზენტაციებს, ჩვენც ვეცნობით მათ პოტენციალს და შესაბამისად, ამით ჩვენი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წახალისება ხდება. ძალიან ბევრსაინტერესო პროექტს ვახორციელებთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, იმისათვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და უფრო შორს გავიდეს ის მდიდარი მემკვიდრეობა, რაც ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს გააჩნია“-განაცხადა დავით ნარმანიამ. კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს ტურიზმის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქალაქების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ტურიზმის როლზე ისაუბრეს. საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე თბილისის მერმა მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე გამოფენა დაათვალიერა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების სტენდებიაწარმოდგენილი.საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს დამთვალიერებელს კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც. ექსპოზიცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით გუშინ, 14 აპრილს გაიხსნა. კონფერენცია სახელწოდებით „თბილისი - შეხვედრების ადგილი“, რომელიც „მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის" ფარგლებში მიმდინარეობს, დღეს დასრულდება, გამოფენა კი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ხვალამდე გაგრძელდება.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)