|
2016-04-15 11:20:12, 885 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიით დაკისრებული რთული და საპატიო მისია II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად ჩაიბარა. ქვედანაყოფებს შორის სამოქმედო არეალის გადაბარების პროცედურები საბრძოლო დროშის გადაცემით დასრულდა. საზეიმო ცერემონიალი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, 22-ე და 52-ე ბატალიონების პირადი შემადგენლობა და საგანგებოდ მიწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, ბაგრამის ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ჯეფრი ბანისტერი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფების, ტაქტიკური დაჯგუფების „ლაიონისა" და „ბუფალოს" წარმომადგენლები, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. ღონსიძიებაზე 22-ე ბატალიონის ოფიცრები და სერჟანტები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მედლებით დაჯილდოვდნენ. ქართულმა მხარემ კი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა. კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2016 წლის აპრილის დასაწყისში ჩაერთო. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველოფა იქნება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)