|
2015-02-20 10:35:27, 1271 ნახვა
სამართალი
მოქალაქე თავს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლად ასაღებდა და მეწარმეებს ფულს სძალავდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა მალხაზ გამცემლიძემ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მფლობელებს საკუთარი თავი არაერთხელ წარუდგინა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც მოტყუებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის არშედგენისა და დაჯარიმების თავიდან აცილების სანაცვლოდ, გამოართვა მეწარმე სუბიექტებს სხვადასხვა ოდენობის თანხა. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)