|
2016-04-11 14:48:18, 763 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით
"ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა,"- ასე მიმართა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრის მონაწილეებს. დუბაიში მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილმა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მთავრობების როლს აღნიშნულ პროცესში. "დღეს ჩვენ, როგორც ქვეყნების მმართველები, ვაწყდებით რთულ გამოწვევებს და მზარდ მოთხოვნებს. ეს გამოწვევები თავს იჩენს, როცა ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო განიცდის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა რთულ, ურთიერთდაკავშირებულ და სწრაფად ცვალებად გარემოში. ქვეყნებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მმართელობის სტრუქტურები, გახდნენ უფრო ღია და ჩართონ საზოგადოება და კერძო სექტორი გაუმჯობესებული და მდგრადი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფაში. 21-ე საუკუნე მთელს საზოგადოებას უკანონებს ახალ წესებს და ამ პროცესში მთავრობებმა უნდა შეასრულონ ლიდერის როლი,"-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიცო შესაძლებლობები გააცნო. "როგორც იცით, საქართველო არის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც დღეს კონცენტრირებულია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა,"-აღნიშნა პრემიერმა. მისი განმარტებით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია- ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ღია მმართველობა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ეს სავაჭრო მარშრუტი დიდი სარგებელს მოუტანს პროექტის მონაწილე ქვეყნებს. დუბაის საინვესტიციო ფორუმის მთავარი თემაა: „პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ახალი მსოფლიო: მახასიათებლები და საუკეთესო პრაქტიკა". კონფერენციის მიზანი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება და შეხვედრაში მონაწილე კომპანიების პრეზენტაციების გაცნობაა. ღონისძიების სტუმრები განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ახალი ინვესტიციების განხორციელების გზებსა და საშუალებებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)